599 90 28 68, 599 57 86 86, info@planner.ge

მშენებლობა

მშენებლობა საკმაოდ საპასუხისმგებლო ეტაპია ჩანაფიქრის განხორციელების,საბოლოო შედეგის მიღწევის გზაზე,უშუალოდ ის პროცესია,რომლისთვისაც სრულდება ყველა წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები,იქნება ეს პროექტირება თუ დიზაინი.შესაბამისად დიდი მნიშვნელობა ენიჭება თუ ვის ვანდობთ აღნიშნულ პროცესის მართვას და წარმოებას.ამომავალი წერტილი მშენებლობის წარმოებისას უნდა იყოს ხარისხი,რაც შემდგომში აგებული ნაგებობის მდგრადობასა და საიმედოობაში უნდა გამოიხატოს.

ჩვენი მშენებელთა ჯგუფი უშუალოდ ურთიერთობს რა ჩვენს არქიტექტორებთან და დიზაინერებთან ჯერ კიდევ დაპროექტების ეტაპზე,ეცნობიან მომავალი პროექტის ყველა დეტალს თუ ნიუანს,წინასწარ საზღვრავენ გადაწყვეტის გზებს,რაც მნიშვნელოვნად აისახება მშენებლობის შესრულების ვადებზე.