როგორც ადამიანის პირველ ნახვის შემთხვევაში პირველ შთაბეჭდილებას ახდენს მისი გარეგნობა და ჩაცმულობა,არქიტექტურის შემთხვევაში ფასადი ანუ ექსტერიერი არის თქვენი შენობის სავიზიტო ბარათი,რომლითაც უცხო ადამიანს ექმნება პირველი შთაბეჭდილება შენობის შინაარსზე,მისი მფლობელის არა მხოლოდ ესთეტიურ გემოვნებაზე,არამედ ზოგადად მსოფლმხედველობაზე,მის დამოკიდებულებაზე გარემოსთან. შენობის ექსტერიერი უნდა იყოს არა უბრალოდ ესთეტიურად ლამაზი,არამედ უნდა გამოხატავდეს მის შინაარსობრივ-ფუნქციონალურ დატვირთვას,ეხამებოდეს გარემოს და სივრცეს.