ლანდშაფტური არქიტექტურა არის ტერიტორიის სივრცითი მოცულობითი ორგანიზება, ბუნებრივი, სამშენებლო და არქიტექტურული კომპონენტების გაერთიანება ერთიან კომპოზიციაში, სადაც კომფორტული და ესთეტიურად სრულყოფილი გარემოს ფორმირება ხორციელდება ბუნებრივი მასალებით (რელიეფი, წყალი, მწვანე ნარგავები) და არქიტექტურული ნაგებობების დახმარებით.
უძველესი დროიდან ბაღები წარმოადგენენ მწვანე ნარგავების მეშვეობით სივრცის ორგანიზების ტრადიციულ ფორმას.დიდი და მოვლილი ბაღები ყოველთვის ითვლებოდა და წარმოადგენდა ფუფუნების და შეძლებულობის საგანს.
დღევანდელ ურბანისტულ, ტექნიკურ სამყაროში, ადამიანის ფსიქონერვული მდგომარეობისათვის, სარეკრეაციო დასასვენებელი ზონების არსებობა განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. თუნდაც მცირე ზომის ბინებში - აივნების, შენობის სახურავზე – ტერასების, კერძო სახლის შემთხვევაში – ეზოების და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება და დაგეგმარება მოგცემთ საშუალებას დამღლელი და დამქანცველი დღის ბოლოს თავი იგრძნოთ ბუნებრივად კომფორტულ გარემოში.